spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მამადაშვილმა ბულგარეთში, IRF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 24-27 სექტემბერს, ბულგარეთში, IRF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური კონგრესი გაიმართა.

მთავარი რეგიონალური ღონისძიება მობილობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მომავლის განხილვასა და ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა.

პანელურ დისკუსიაში “ელიტ ტექნოლოჯის” დამფუძნებელმა გიორგი მამადაშვილმა მიიღო მონაწილეობა და იმ შესაძლებლობებსა და სტანდარტებზე ისაუბრა, რომელსაც “ელიტ ტექნოლოჯი” საქართველოსა და უცხოეთში ახორციელებს.

გიორგი მამადაშვილმა მოხსენების დროს ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ელიტ ტექნოლოჯიმ” განათლების მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა, სადაც კადრებს ადგილობრივად, საერთაშორისო სტანდარტებით თავად კომპანია გადაამზადებს, აღნიშნული უფლება საქართველოში კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

IRF გლობალური, არაკომერციული ორგანიზაციაა, საერთაშორისო საგზაო ფედერაცია, რომლის სათავო ოფისი 1948 წლიდან ვაშინგტონში, აშშ-ში მდებარეობს.

IRF ემსახურება საჯარო და კერძო სექტორის წევრთა ქსელს 70-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო დონის ცოდნის რესურსების, ადვოკატირების სერვისების, უსაფრთხო გზების კონცეფციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები