spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვანო მაჭავარიანი – ეს რეზოლუცია არის ბოლო წვეთი იმისა, რომ საქართველოს პერსპექტივა ნულს გაუტოლდა

ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ჩაბმულია კორუფციაში, ჩაბმულია ყველა სიმახინჯეში მმართველობის, რაც შეიძლება იყოს, ფაქტიურად, სახელმწიფო მიიტაცა მაფიოზური მმართველობით, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან დიდი დროით მისცეს კრედიტი “ქართულ ოცნებას“, რომ რაღაც ფორმით შეეცვალათ ეს მმართველობა, მაგრამ ძალიან ღია შეტევაზე გადავიდა “ქართული ოცნება“.

“30 წლის დამოუკიდებლობის თავზე, რომ ეს დებატები მიგვეღო საქართველოზე ასეთ ნეგატიურ კონტექსტში, რომ, ფაქტიურად, გადაწურულია საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების თუ რაიმე ფორმით დაახლოების, იმის გამო, რომ გვყავს მთავრობა, რომელმაც უბრალოდ შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველაფერზე უარი თქვა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული მისია იყო დამოუკიდებლობის დღიდან, იმის გამო, რომ ერთმა ადამიანმა შეინარჩუნა ძალაუფლება არის ძალიან რთული.

ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ჩაბმულია კორუფციაში, ჩაბმულია ყველა სიმახინჯეში მმართველობის, რაც შეიძლება იყოს, ფაქტიურად, სახელმწიფო მიიტაცა მაფიოზური მმართველობით. ის საზოგადოება, ვინც მათ მხარს უჭერს და არ არიან ამ კლანურ მმართველობაში ჩართულნი, აღმოაჩენენ, რომ არის რუსული მმართველობა ერთი ელიტის გარშემო.

ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან დიდი დროით მისცეს კრედიტი „ქართულ ოცნებას“, რომ რაღაც ფორმით შეეცვალათ ეს მმართველობა, მაგრამ ძალიან ღია შეტევაზე გადავიდა „ქართული ოცნება“ და ის განცხადებები, ის რეზოლუცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში, უკვე არის ბოლო წვეთი იმისა, რომ საქართველოს პერსპექტივა ამ მთავრობასთან რაიმე ფორმით ევროპას დაუახლოვდეს, ნულს გაუტოლდა. ძალიან მნიშვნელოვანია „ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც ამ ევროპის კარს დახურულად არ მიიჩნევს, აუხსნას ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს პერსპექტივა მათთვის და მათი შვილებისთვის იხურება“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები