spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურო იმნაძე – ის, რომ საკონსტიტუციომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, ცხადია, პრობლემურია, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა

ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, ცხადია, პრობლემური არის, თუმცა, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვიცით, პოლიტიზების იმ მასშტაბის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს , – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურო იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ ახლა უკვე ზუსტი შინაარსი ამოკრიფა, რომელზეც იმსჯელებს.

“ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება არ გამოიყენა, ცხადია, პრობლემური არის, თუმცა, ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვიცით, პოლიტიზების იმ მასშტაბის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს.

სასამართლომ ახლა უკვე ზუსტი შინაარსები ამოკრიფა, რომელ შინაარსებზეც იმსჯელებს, ანუ, სადავო კანონის ზუსტ იმ პუნქტებზე, რომლებსაც სასამართლოს შეფასებით აქვს მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან და შესაძლოა, არღვევდეს ამ ნორმებს.

ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი მიემართება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ამ მუხლთან სარჩელის დაშვების საკითხს. რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას, ამაზე ორ მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი დაფიქსირებული – ესენი არიან თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე.

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც ამ პროცესს არ ესწრებოდა, ეს რის ირინა იმერლიშვილი, რომელიც უბრალოდ არ ფიგურირებს არც მხარდამჭერ და არც განსხვავებული აზრის მქონეებში, იმიტომ, რომ განხილვებში არ მონაწილეობდა. ეს ორი მოსამართლე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებებს მათი პოზიციით, დროებითი შეჩერების მექანიზმი უნდა გამოყენებულიყო ამ შემთხვევაში”, – განაცხადა გურო იმნაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები