spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას , – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი  ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნების” გუნდი გააგრძელებს ბრძოლას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ.

“საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის ნორმების მოქმედება.

სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ალბათ, ველოდით კიდეც ამას.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ”, – წერს ნინო დოლიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი  არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები