spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შანსი, რომ მას თავად დაეცვა 78-ე მუხლი

პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია, მას არ გაჰკვირვებია ეს გადაწყვეტილება, თავიდანვე ეს განწყობა ჰქონდა. პრეზიდენტმა ამ სარჩელით იმიტომ კი არ მიმართა, რომ მას იმედი ჰქონდა, გაუძლებდა საკონსტიტუციო პოლიტიკურ ზეწოლას თუ არა, პრეზიდენტმა დაიცვა 78-ე მუხლი და იმ მოქალაქეების უფლება, ვისაც უნდოდა, რომ პრეზიდენტს ეს სარჩელი წარედგინა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ერთგვარი შესაძლებლობა იყო, დაეცვა 78-ე მუხლი.

“ამ კანონს დღის სინათლე არ უწერია. უბრალოდ, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შანსი, რომ მას თავად დაეცვა 78-ე მუხლი და მას თავად ეჩვენებინა, რომ სასამართლოს აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც კონსტიტუცია აკისრებს. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმა, აი, ამას ნიშნავს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება.

პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია, მას არ გაჰკვირვებია ეს გადაწყვეტილება, თავიდანვე ეს განწყობა ჰქონდა. პრეზიდენტმა ამ სარჩელით იმიტომ კი არ მიმართა, რომ მას იმედი ჰქონდა, გაუძლებდა საკონსტიტუციო პოლიტიკურ ზეწოლას თუ არა, პრეზიდენტმა დაიცვა 78-ე მუხლი და იმ მოქალაქეების უფლება, ვისაც უნდოდა, რომ პრეზიდენტს ეს სარჩელი წარედგინა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები