საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე აფასებს.
მისი თქმით, არგუმენტები, რომელსაც სასამართლოს საოქმო ჩანაწერში გაეცნო 78-ე მუხლთან მიმართებით, არანაირად არ არის დასაბუთებული.
ბურჯანაძის განცხადებითვე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სრულიად ადასტურებს, რომ მოსარჩელეების პოზიციები იყო სრულიად დასაბუთებული.
“არგუმენტები, რომელსაც ამ საოქმო ჩანაწერში გავეცანით 78-ე მუხლთან მიმართებით, არანაირად არ არის დასაბუთებული, არ შეიცავს არგუმენტებს. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომც შეაჩეროს ეს ნორმა, ამით ვერ აღდგება ევროინტეგრაციის პროცესი, რაც რა თქმა უნდა, არასწორ მსჯელობებს, არასწორ დაშვებებს ეფუძნება.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს არგუმენტები დაყრდნობილია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს განმარტებებზე, ანუ, თითქოს კანონი, რომელიც გასაჩივრდა, არის ისე, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო განმარტავს. ერთი თვე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება დაყოვნებული. თვეზე მეტი დასჭირდა სასამართლოს და ამ ერთი თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ წესებიც კი შეცვალა. ის შეცვლილი აქტი, ისევე როგორც ის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სრულიად ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეების პოზიციები იყო სრულიად დასაბუთებული”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.