spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – 26 ოქტომბერი არის ამისთვის წამალი, რომ ჩვენს ქვეყანას ვუშველოთ

ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ემუქრება სრული იზოლაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რომ ასეთი განცხადებები მეგობარი ქვეყნებისგან არის საგანგაშო და ქვეყანას შველა სჭირდება.

“ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ემუქრება სრული იზოლაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან არის საგანგაშო და 26 ოქტომბერი არის ამისთვის წამალი, რომ ჩვენს ქვეყანას ვუშველოთ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა უკვე საკმარისზე მეტად დააზიანა სახელმწიფოს ინტერესი, რომელსაც ძალიან ბევრი და ძალიან მძიმე შრომა დასჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ და ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

გერმანიის ბუნდესტაგში მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს, რომლის კენჭისყრაც დღეს იგეგმება. “საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ და მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიდის”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები