spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება დასრულდა

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. შენარჩუნებული იქნება შენობის იერსახე, დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით.

რეაბილიტირებულ შენობაში  განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო  სივრცით, ასევე მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სასპორტო სკოლაში არსებული ყველა სპორტული სახეობის შესწავლა უფასოა.

სასპორტო სკოლაში 20 სახეობის (14 ზაფხულის და 6 ზამთრის) სპორტული წრე ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს დაეუფლოს სპორტის სხვადასხვა სახეობებს.

სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამას ახორციელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები