spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამოართმევს პირადობის მოწმობას ადამიანებს უკანონოდ და ხელს შეუშლის არჩევნებში მათ მონაწილეობას

ქუთაისში “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების განეიტრალება დაიწყო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის “ტორპედოს” სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, “ქართული ოცნების” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პირადობის მოწმობების ჩამორთმევა მოსთხოვეს.

უგულავა აცხადებს, რომ კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამოართმევს პირადობის მოწმობას ადამიანებს უკანონოდ, შეუქმნის პრობლემებს და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობაში.

“სულ ერთია რა თანამდებობაზე ხარ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანებისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა არის სწორედ ეს, ისჯება კანონით სამ წლამდე. ასე რომ, იქნება ეს ბატონი გია ბასილაძე, იქნება ეს ბატონი მახარაძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც მოიყვანეს ეს ხალხი, უნდა იცოდნენ, რომ ეს ადამიანები დაისჯებიან კანონის სიმკაცრით, მაგრამ, კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამოართმევს პირადობის მოწმობას ადამიანებს უკანონოდ და შეუქმნის პრობლემებს და ხელს შეუშლის არჩევნებში მათ მონაწილეობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები