spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – ეს რეზოლუცია, პრაქტიკულად, მორიგი განაჩენია “ქართული ოცნებისთვის”

მთავარი, რაც ამ რეზოლუციაში წერია, არის ის, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს კარგავს და დაკარგავს შესაძლებლობას, გახდეს ევროკავშირის წევრი, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებული რეზოლუცია არის პასუხი იმისა, რომ “ქართული ოცნება” იტყუება.

“მთავარი, რაც ამ რეზოლუციაში წერია, არის ის, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს კარგავს და დაკარგავს შესაძლებლობას, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ეს რეზოლუცია, პრაქტიკულად, მორიგი განაჩენია “ქართული ოცნებისთვის”. ჩვენ ვხედავთ სრულიად ფარისევლურ ბილბორდებს “ქართული ოცნებისა”, სადაც წერია – “ღირსებით ევროპისკენ” . მე მგონი, ეს რეზოლუცია არის აბსოლუტურად ნათელი პასუხი იმისა, რომ ამ ბილბორდებზე ივანიშვილი და “ქართული ოცნება” იტყუება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 9 ოქტომბერს მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები