spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

26 ოქტომბრის არჩევნების გამო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შესასვლელი “რაზდახანის“(“მოსაბრუნის”) და “პერევის“ საგუშაგოები დაიკეტება.

გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს” სხდომაზე მიიღეს, რომელსაც “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

მისი “პრესსამსახური” განმარტავს, რომ “საზღვარი” დაიკეტება “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით“.

გაგლოევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ “დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ვითარების კონტროლიდან გამოსაყვანად ყველაფერს გააკეთებენ”.

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის, თუნდაც ღია წყაროებიდან, ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება“, – განაცხადა მან.

ახალგორისა და ჯავას რაიონის მცხოვრებლებს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ყოველი თვის 20-დან 30-მდე შეუძლიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები