პრეზიდენტმა ბრწყინვალედ ითამაშა დიპლომატიური როლი, რომელმაც საქართველოს მიმართ დატოვა კეთილგანწყობა ევროპული ქვეყნის მხრიდან, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია პროევროპულია და მათ შეძლეს, დაერწმუნებინათ ევროკავშირი, რომ გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ევრორეკომენდაციების შესრულებას გააგრძელებენ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ოპოზიცია, რომელიც კოალიციას ქმნის, აბსოლუტურად ყველა არის პროევროპული და მზად არიან, რომ მათი მხრიდან, არანაირი ხელის შეშლა არ იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. საბოლოო ჯამში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ყველაფერს აუღეს ალღო, დაარწმუნეს ევროკავშირის მხარე, რომ გააგრძელებენ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.
აქ პრეზიდენტის როლი იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მას ბევრად უკეთესი ცოდნა აქვს დასავლეთის, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ ლიდერს. მან ბევრად უფრო კარგად იცის, როგორ ისაუბროს, როგორ დაარწმუნოს ისინი და რა არგუმენტები წარმოადგინოს. მან ბრწყინვალეს ითამაშა ეს დიპლომატიური როლი, რომელმაც საქართველოს მიმართ დატოვა კეთილგანწყობა ევროპული ქვეყნის მხრიდან”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.