spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ეს სახელმწიფო სანამ სულ ჩამოშლილა, 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი უნდა დავტოვოთ თავის გამოქვაბულში

ივანიშვილს ჰგონია და დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანა რამით მაინც ჰგავს ბელარუსს, მაგრამ ამ ქვეყანას ბელარუსთან არაფერი საერთო არ აქვს, იმიტომ, რომ იქ საბჭოთა კავშირი არ დასრულებულა და საქართველოში კი ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის ძალიან დიდი ეტაპები გვქონდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ სახელმწიფო სულ ჩამოშლილა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ახალი სახელმწიფოს შენება უნდა დაიწყოს.

“ივანიშვილს ჰგონია და დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანა რამით მაინც ჰგავს ბელარუსს, მაგრამ ამ ქვეყანას ბელარუსთან არაფერი საერთო არ აქვს, იმიტომ, რომ იქ საბჭოთა კავშირი არ დასრულებულა და საქართველოში კი ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის ძალიან დიდი ეტაპები გვქონდა.

ეს კაცი ჩამოუყალიბებელია, ცოდნა ამ ქვეყნის შესახებ საერთოდ არ აქვს, არც საკუთარ ხალხს არ იცნობს, ის ხომ მუდმივად იზოლირებული იყო საკუთარი საზოგადოებისაგან და ახლა საერთოდ გამოქვაბულში ჩაიკეტა, ამიტომ, ეს დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს.

ეს სახელმწიფო სანამ სულ ჩამოშლილა, 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი უნდა დავტოვოთ თავის გამოქვაბულში და უნდა დავიწყოთ ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები