spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის ქმედებები აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებებს ემსგავსება

ივანიშვილის ქმედებები აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებებს ემსგავსება. ურთიერთსაწინააღმდეგოა ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. 2012 წლიდან ივანიშვილი ასრულებს რუსული დაზვერვის მითითებებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღემდე მთავარი ეროვნული  წინააღმდეგობის ცენტრი რჩება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

“ახლა ნამდვილად დადგა ჟამი ამ შეფასებისა, რომ ივანიშვილის ქმედებები აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებებს ემსგავსება. ურთიერთსაწინააღმდეგოა ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. საბოლოო ჯამში, მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, ერთი მხრივ, გამოჩნდა, რომ არის კრემლის პროექტი. 2012 წლიდან ის ასრულებს რუსული დაზვერვის მითითებებს.

პირდაპირ უნდა ითქვას, რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ? იმიტომ, რომ საქართველოში დღემდე მთავარი ეროვნული  წინააღმდეგობის ცენტრი რჩება  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. დღემდე ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ძალა არის “ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენ რას ვაკეთებთ – ვხვდებით მოქალაქეებს რეგიონებში, სადაც ჩავდივართ, იქ მოქალაქეებმა იციან, რა გვაქვს გაკეთებული”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები