spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – აზიის ქვეყნებსაც კი აღარ მოუნდებათ ევროკავშირისა და ამერიკის მიერ დასანქცირებულ ადამიანებთან ბიზნესი

“ოცნებამ” ყველანაირად აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი არის რუსულის მსგავსი ძალაუფლების ვერტიკალი და საკუთარი ძალაუფლებისთვის, საკუთარი ქონებისთვის საქართველოს მომავლის გაწირვა, – ამის შესახებ დიპლომატმა და “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მან პერსონალური სანქციების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასანქცირების შემდეგ აზიის ქვეყნებსაც კი არ ექნებათ “ოცნების” წევრებთან თანამშრომლობის სურვილი.

“საქართველოს, ქართველ ხალხს ჰყავს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ევროპული ინსტიტუტების სახით, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ ქართველი ხალხის ნების განხორციელებას და ევროკავშირში მიმავალი ჩვენი გზის დაჩქარებას. მათ, ვინც ამ ნებას შეეწინააღმდეგება, მოუწევთ ძალიან დიდი საფასურის გადახდა.

“ოცნებამ” ყველანაირად აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი არის რუსულის მსგავსი ძალაუფლების ვერტიკალი და საკუთარი ძალაუფლებისთვის, საკუთარი ქონებისთვის საქართველოს მომავლის გაწირვა.

რაც შეეხება სანქციებს, ეს იქნება ფინანსური, გადაადგილების შემზღუდავი. ეს ფინანსური სანქციები არ არის მხოლოდ ანგარიშების გაყინვა, ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ მასთან “თეთრი ბიზნესის” კეთების შესაძლებლობა მოესპობა ყველას, ვინც აქამდე ამას აკეთებდა, მათ შორის, არა ევროკავშირისა და არა USAID-ის ქვეყნებს. აზიის ქვეყნებსაც კი აღარ მოუნდებათ ევროკავშირისა და ამერიკის მიერ დასანქცირებულ ადამიანებთან ბიზნესი”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები