spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით გვინდა სვლა

ეს არის ძალიან მარტივი გზავნილი არა ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, რომ თუ ქართველებს სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ გზაზე ნაბიჯები გადაიდგას, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ეს ვერ მოხდება, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა ევროკავშირისკენ წასვლა.

“ეს არის ძალიან მარტივი გზავნილი არა ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, რომ თუ ქართველებს სურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ გზაზე ნაბიჯები გადაიდგას, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ეს ვერ მოხდება, შესაბამისად, არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა მიმართულებით გვინდა სვლა, როგორც სახელმწიფოს – გვინდა რუსეთისკენ სვლა, თუ ევროპისკენ წასვლა და თუ გვინდა ევროპისკენ წასვლა, მაშინ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები