spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი კალანდარიშვილი – უცხოეთში მყოფი 30 ათასზე მეტი თანამემამულისთვის შეიქმნა 7 დამატებითი უბანი იმ ადგილებზე, სადაც შექმნილი იყო საარჩევნო უბნები

უცხოეთში მყოფი 30 ათასზე მეტი თანამემამულისთვის შეიქმნა 7 დამატებითი უბანი იმ ადგილებზე, სადაც შექმნილი იყო საარჩევნო უბნები. კომისიამ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო უბანი არ გაუქმდება ქალაქ რამადგანში, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანაბარი სერვისები იყოს განხორციელებული ყველა იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად, აქვს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

“უცხოეთში მყოფი 30 ათასზე მეტი თანამემამულისთვის შეიქმნა 7 დამატებითი უბანი იმ ადგილებზე, სადაც შექმნილი იყო საარჩევნო უბნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თანაბარი სერვისები იყოს განხორციელებული ყველა იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად, აქვს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ჩვენ განვიხილეთ ის გარემოებები და რისკები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა და ფაქტობრივად, კომისიამ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო უბანი არ გაუქმდება ქალაქ რამადგანში”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნით, ცესკოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომ დამატებითი უბნები გაიხსნას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის იმ ადგილებშიც, სადაც უკვე იყო საარჩევნო უბნები და სადაც არსებობს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები