უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს დედაქალაქში თბილისში და ყველა რეგიონში არ წყდება ხალხის მასობრივი პროტესტი. ადამიანები აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას და მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ პროტესტის დროს, ოპოზიციის წევრები ასევე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებენ კრემლის მხარდამჭერ პოლიტიკის გატარებაში და მოუწოდებენ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომ დაგმონ რუსული ოკუპაცია და მხარი დაუჭირონ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში ელოდებიან, რომ ქართველი ხალხის პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავს, რომ საგანგებო ღონისძიებები გაატაროს, რასაც “პრევენციულ ღონისძიებები” დაარქვეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის 9 აპრილს, სუსის თანამშრომლებმა ლაგოდეხის საზღვართან ახლოს დააკავეს საქართველოს მოქალაქე გ.ს., რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა 3 ცალი გასაშლელი კარავი. მას კარვები ჩამოართვეს, როგორც დანაშაულის ჩადენის შესაძლო იარაღი და დაკითხვაზე მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ჩვენ დავუკავშირდით მოქალაქე გ.ს.-ს, თუმცა მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.
იმ საკითხის გასარკვევად, მართლაც გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა კარვების აკრძალვას საქართველოში, ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო სპეციალურ სამსახურში ბაჩა მგელაძეს, მან არ დაგვიდასტურა მოქალაქე გ.ს. ს დაკავების ფაქტი, თუმცა დაგვიდასტურა, რომ შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ კარვებით ვაჭრობა აკრძალოს. ამის მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოშიც იგეგმება არეულობების მოწყობა და ხელისუფლების დამხობა. “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, შეიძლება ისარგებლონ რეგიონში შექმნილი არეულობით და მოახდინონ პარლამენტის და მთავრობის შენობების პიკეტირება, ასევე მოაწყონ ე.წ. “კარვების ქალაქი”. ასევე შესაძლებელია, რომ “კარვების ქალაქში” შეიტანონ ასეფეთქებელი მოწყობილობები, რასაც შემდეგ არეულობის მოსაწყობად გამოიყენებენ. ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის რეალური საფრთხე, რადგან გვაქვს ინფორმაცია, ოპოზიციის წევრები არეულობის მოწყობას გარე ძალების დახმარებით გეგმავენ. ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, შესაძლოა, აიკრძალოს კარვებით ვაჭრობაც”. ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვაზე, მთავრობას მზად აქვს თუ არა კარვების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი? ბაჩა მგელაძემ გვიპასუხა: “კანონპროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება, ამ ეტაპზე საფრთხეების პრევენციის გეგმის შემუშავებაზე მუშაობენ”.