გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მიერ შექმნილი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს.
“სათაური: “საქართველოს ევროპული მომავლისთვის” მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
მთავარი ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა არა-ს მისცა, ვინაიდან შექმნის მონაწილე არ იყო. მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც ალტერნატივა გერმანიისთვის მოსწონს: მათი პროექტი შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს”, – წერს ფიშერი.