spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, საზოგადოების გახლეჩას 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში კარგად არის ასახული რეალობა.

მისივე განცხადებით, დასავლეთი პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს საქართველოს, თუმცა თვითონვე უწყობს ხელს მის გაღრმავებას.

“თქვენ თუ გადახედავთ ეუთო/ოდირის დასკვნას, იქაც კარგად ჩანს რეალობა. პოზიტიური შეფასებაა. ერთადერთი, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული, არის პოლარიზაცია, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ხელისუფლება მზადაა, რომ ამისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ეს არის რეალობა. კამპანიას რაც შეეხება, 2012 წლიდან არჩევნებში ვარ ჩართული და ასეთი მშვიდი გარემო და საარჩევნო კამპანია, როდესაც ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს შეხვედრები, არ ყოფილა. ზოგს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ ამას სხვა მიზეზები აქვს – რა პირით უნდა მივიდნენ ხალხთან, რაზე უნდა ელაპარაკონ, მაგრამ მთლიანობაში, საარჩევნო გარემო ძალიან კარგია და ეს აღნიშნულ შეფასებაშიც ნათქვამია“, – განაცხადა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები