spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს „ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ამით დაინტერესდნენ მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე“.

“ეს ახალი ხომ არ არის, გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ როგორი ზეწოლა იყო მაშინ ცესკოზე. მათ შორის, მაშინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე  იყო პირდაპირი, როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება. ყველა უნდა იქნეს მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება  და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები