spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, დევნილთა დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

“ჩემი მთავრობის თავმჯდომარეობის ფორმატში პირველად ვესტუმრე ფოთს და დელეგატთან, ბატონ გიორგი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შევხვდი. ძალიან თბილი მიღება იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად გვერდში დგომისთვის”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები