spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ყველა ოჯახში მივალთ, ყველა მოქალაქესთან და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია, არანორმალური ხალხი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში

ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მომხდარი დაშინების მცდელობა იყო, თუმცა ამის მიუხედავად, აქტიურად გააგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას.

“პირველ რიგში მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი. სამგორის რაიონში ის არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ სოზარ სუბარს, როგორ მოხდა ეს კრიმინალური ფაქტი, რადგან მისი ხელქვეითები დაბალ დონეზე თავს იმართლებენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა 2000-კაციანი შეხვედრა ისანი-სამგორის მოსახლეობასთან, გუშინაც ძალიან დიდი შეხვედრა ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას“ და აქედან გამომდინარე იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ გავაგრძელებთ კამპანიას, ყველა ოჯახში მივალთ, ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, რომ ეს ქვასროლია, არანორმალური ხალხი უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში. სოზარ სუბარი არის ფაქტობრივად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარია აქ, მოპარული მანდატი აქვს. მე რაც მსმენია მისი ხელქვეითები არიან სოხაძე და ა.შ. ოღონდ ეს ხალხი უარყოფს ამ კავშირს და სინანულით ამბობენ, რომ მათ არ ჩაუდენიათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები