ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მაღაზია “ნიკორა” გაძარცვეს, წაღებულია 220 ლარის ოდენობის თანხა.
ქსელური მარკეტის თანამშრომლების თქმით, სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად გაიტაცა.
“მაცივარს ვავსებდი, როცა შემოვარდა და მთლიანი თანხა წაიღო, 220 ლარის წაღება მოახერხა, დანარჩენი ამოღებული მქონდა. ეტყობოდა, რომ ახალგაზრდა იყო”, – განაცხადა “ნიკორას“ თანამშრომელმა.
მისივე თქმით, არ დაუნახავს ვიზუალით და არც ის იცის ნიღბით გადაადგილდებოდა თუ არა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.