საქართველოში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ასევე, ქალაქ თიანეთთან, კურორტ ვაჟას-წყაროსთან 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.