spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტები

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტები. ვხედავთ, რომ არაეფექტურები არიან საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, ისევე როგორც, სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სხვადასხვა სფეროს ინსტიტუტები ივანიშვილს და მის პარტიას აქვს მითვისებული.

“მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტები. ვხედავთ, რომ არაეფექტურები არიან საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, ისევე როგორც, სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინსტიტუტები არის მიტაცებული ერთი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის მიერ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასევე ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს მოქალაქეებს. ისინი არიან მოტივირებული არჩევნებში მონაწილეობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ამ აგრესიულ კამპანიას პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, არანაირი ეფექტი არ აქვს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრების განცხადებით, ოფისში ჩამსხვრეულია შუშები, ოთახში კი საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები