როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ ხელისუფლებასთან, რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ევროპის კავშირს? ევროპის კავშირი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული დაპირებები მოსკოვის მისამართითაა.
“ჩვენი ხელისუფლება აღარ აძლევს დაპირებებს მოქალაქეებს. დაპირება, რომელიც ისმის, გაცემულია მოსკოვის მისამართით. ბოდიშის კამპანია – ეს ემსახურება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის ნიადაგის შემზადებას. ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში არ ნიშნავს შერიგებას, ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას. ჩვენ დანაშაული არასდროს ჩაგვიდენია, ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს ოკუპანტების წინაშე. ბოდიშის კამპანია არის ნიადაგის შემზადება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ ხელისუფლებასთან, რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ევროპის კავშირს? ამ შემთხვევაში, ევროპის კავშირი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნოს ევროპული მომავალი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
17-18 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე განიხილავენ.