ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს იმას, რომ ოპოზიცია ათასნაირი სულელური იდეებით მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას რეალურად, უთხრა, რომ “ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ მისი შესრულებაც უნდა იცოდეთო.
“ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, რომ ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის, იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს იმას, რომ ოპოზიცია ათასნაირი სულელური იდეებით მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს.
პრეზიდენტმა ოპოზიციას ძალიან გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო. ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ ახლა არაფერი აღარ უშველით, ახლა ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები უენოდ უნდა შეასრულონ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს.