ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით “ქართული ქარტიის” ერთგული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სადაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ეს არის მეორე არჩევნები, სადაც დგას ამ მნიშვნელობის საკითხი.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით “ქართული ქარტიის” ერთგული. იმ სულისკვეთების, რაც ამ ქარტიაში არის აღნიშნული და ჩვენ ამ ქარტიაზე ხელი მოვაწერეთ იმ ძირეული რეფორმების გასატარებლად, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის სწრაფად გასაგრძელებლად. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ხელმოწერას ვტოვებთ, ვრჩებით პრეზიდენტის ქარტიის ერთგული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვართ მოტივირებულები და ჩვენთვის მთავარი დღის წესრიგი არის 26 ოქტომბრის, 08:00-დან 20:00 საათამდე ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების ნების დაცვა.
ჩვენ ვართ გადასული აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე. ჩვენი ხალხის შეკვეთა არის ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის პროცესში და ახალი პოლიტიკური ეტაპის დაწყება საქართველოში.
26 ოქტომბრის არჩევნები არის ეგზისტენციალური. 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სადაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ეს არის მეორე არჩევნები, სადაც დგას ამ მნიშვნელობის საკითხი, სადაც ან ხმას ვაძლევთ თავისუფლებას და ევროპას, ან ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას და მონობას“, – განაცხადა სანიკიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.