26 ოქტომბრის არჩევნები არის მოგებული და გამარჯვებულია კოალიციური მთავრობა, ოპოზიციური პარტიები. “ქართული ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედადაა დარჩენილი.
“ქართული ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. ფაქტობრივად, ადმინისტრაციულ რესურსზე არის დარჩენილი დღეს “ოცნება”, მაგრამ ამ ადმინისტრაციულ რესურსშიც დიდი პრობლემები აქვს. საჯარო მოხელეებს რატომ აკონტროლებენ? იმიტომ, რომ არ ენდობიან, იციან, რომ ის ადმინისტრაციული რესურსიც მათ არ აძლევს ხმას.
მათი რესურსი არის მხოლოდ დაშინება, მაგრამ ეს დაშინების რესურსიც კი ბევრად სუსტია, ვიდრე იყო თუნდაც გასულ არჩევნებზე.
აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ – საქართველოს მოქალაქეების აქტიურობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგისტრაციის მიხედვით ვიყოთ ძალიან აქტიურები.
ძალიან მყარად უნდა გავაცნობიეროთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის მოგებული და გამარჯვებულია კოალიციური მთავრობა, ოპოზიციური პარტიები”, – განაცხადა ანა წითლიძემ.