“ალტ-ინფოს” წაართვეს ყველა გზავნილი, რაც კი ფაშისტური, ანტიდასავლური და პრორუსული იყო. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხს ეს უნდა. უნდოდათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდათ დასავლეთის გინებით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს “ოცნების” წაგებული თამაშია.
“ბოლოდროინდელი აქტივობებით მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ წყალწაღებული, რომ ხავსს ეჭიდება, ისე არიან. სერიოზულად რომ განვიხილოთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ხელმეორედ წამოწყება ნიშნავს, რომ “ოცნება” ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ აპირებს თავის დახრჩობას. ეს არის წაგებული თამაში, რომელიც ხელისუფლებამ წამოიწყო. ალბათ, ბიძინა ივანიშვილი იძახის – რაღაცა მოუხერხეთ ამ ქალსო და არ იციან რა ქნან.
არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გათვლილი და ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი იყოს. უფრო ვფიქრობ, რომ ეს უფრო პანიკაში ჩავარდნილი ადამიანის ქმედებაა.
“ალტ-ინფოს” წაართვეს ყველა გზავნილი, რაც კი ფაშისტური, ანტიდასავლური და პრორუსული იყო. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხს ეს უნდა. უნდოდათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონოდათ დასავლეთის გინებით”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.