spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ჩვენ გვინდა მასთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ვხედავთ მას, როგორც ჩვენს მოკავშირეს

ჩვენ გვინდა პრეზიდენტთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ვხედავთ მას, როგორც ჩვენს მოკავშირეს. ჩვენ ვაფასებთ მის ღვაწლს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტთან შეთანხმდებიან.

“ჩვენ ვაფასებთ მის ღვაწლს, განსაკუთრებით იმას, რომ ეს ქარტია შეიქმნა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც საერთოდ პარტიები ჩამოყალიბებულიც არ იყო და არ ჩანდა კონტურები. ახლა პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, არის 4 პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი, მეტ-ნაკლები სხვაობებით და რა თქმა უნდა, ახლაც მოლაპარაკების ეტაპი არის სხვანაირი, თუმცა პრემიერ-მინისტრის საკითხზე შეთანხმება პრეზიდენტთან  მოხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვაღიარებთ იმას, რომ საქართველოში ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო დაგვრჩა საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელმაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრობა, სახელი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შეუნარჩუნა საერთაშორისო ასპარეზზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ პროცესში, ჩვენ გვინდა მასთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ვხედავთ მას, როგორც ჩვენს მოკავშირეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები