spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბადრიძე – ევროკავშირი ვალდებულია, თავის რიგებში მისაღებ კანდიდატ ქვეყანას უთხრას, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეწინააღმდეგება დეკლარირებულ გზას

პოლიტიკური ნიშნით დევნა, ოპოზიციის წარმომადგენლების შევიწროება, პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და მის პრინციპებს, – ამის შესახებ დიპლომატმა და “რონდელის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ვალდებულია, მის რიგებში მისაღებ კანდიდატ ქვეყანას, რომ ამ ქვეყნის ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროპულ დეკლარირებულ გზას.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სულ ჩივიან იმაზე, რომ ევროკავშირი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – ეს ტყუილია. ევროკავშირი ვალდებულია, თავის რიგებში მისაღებ კანდიდატ ქვეყანას უთხრას, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეწინააღმდეგება დეკლარირებულ გზას და ამოცანას.

პოლიტიკური ნიშნით დევნა, ოპოზიციის წარმომადგენლების შევიწროება, პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და მის პრინციპებს”, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები