ქართულ სასამართლო სისტემას ახასიათებს ყველა ის პრობლემა, რაც კი, თეორიულად ყველა სასამართლო სისტემაში შეიძლება არსებობდეს, – ამის შესახებ იურისტმა, კოალიცია “ჩემი ხმა ევროკავშირს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც ძალაუფლების ცენტრად იქცა.
“ქართულ სასამართლო სისტემებს ახასიათებს ყველა ის პრობლება, რაც კი თეორიულად ყველა სასამართლო სისტემაში შეიძლება არსებობდეს. დღეს მთავარი პრობლემა გვაქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს, რაც საჭირო იქნება, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის, რაც სასამართლოსთვის საფრთხის შემცველია იმიტომ რომ, ეს არის ძალაუფლების ცენტრი, მათ აქვთ ინდივიდუალურად მოსამართლეზე ზემოქმედების შესაძლებლობა, მათ აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ ინსტიტუციური საკითხების გადაწყვეტილების მიღება და ამით სასამართლოს ადმინისტრირებაზე დიდი გავლენა ჰქონდეთ. ამასობაში, პრობლემად რჩება ის, რომ სასამართლოს ანგარიშვალდებულება არის ნაკლები, სასამართლო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებებს და საზოგადოებას არ აქვს დეტალური, დასაბუთებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ხარვეზი, ეს არის პრობლემა და ეს არის დემოკრატიის პრინციპთან სრულიად შეუთავსებელი რამ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.