spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არმაზ ახვლედიანი – თუ “ოცნება” არ შეეგუება თავის გარდაუვალ მარცხს, ეს საკუთარი თავისთვის იქნება განაჩენი

თუ “ოცნება” ახლა არჩევნებს არ ჩაატარებს მეტ-ნაკლები ნორმალურობის პირობებში და არ შეეგუება თავის გარდაუვალ მარცხს, ეს საკუთარი თავისთვის იქნება განაჩენი, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება.

“ევროკავშირში ზუსტად აცნობიერებენ, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში მიმდინარეობს პირდაპირი ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც ისე აზიანებს ქართულ-ევროპულ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომ ამას შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

თუ “ოცნება” ახლა არჩევნებს არ ჩაატარებს მეტ-ნაკლები ნორმალურობის პირობებში და არ შეეგუება თავის გარდაუვალ მარცხს, ეს საკუთარი თავისთვის იქნება განაჩენი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები