spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კირცხალია – დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ავტოგოლები გააქვს გერმანიის ხელისუფლებას, როდესაც უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.

„როგორც ვამხელდით, გრძელდება სამწუხაროდ, ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ავტოგოლები, დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“, რითაც სავარაუდოდ, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები