spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მინდა, ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, აჭარლებს, ჩვენ ღონისძიებას ვაუქმებთ, რადგან შეუძლებელია რაიმე სხვაზე ვიფიქროთ გარდა მწუხარებისა

დღეს ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან იყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი ტრაგედიის გამო ბათუმში დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.

“დღეს ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან იყო, სამწუხაროდ, მოხდა ავარია და მასთან ერთად მანქანაში მყოფი ანა ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის. ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს და ჩვენ დღეს ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის. ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია, არც არასდროს გვექნება. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი თავი არ გვეკუთვნის, ჩვენი ბრძოლა ეკუთვნის სამშობლოს. ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი შემართებით ჩვენი სამშობლოს სახელით და ველოდებით ანას, როდის შემოგვიერთდება. სამწუხაროდ, ელენეს ვეღარ ვნახავთ, მის ნათელ თვალებში ვერ ჩავხედავთ.

დღეს ჩვენ გვქონდა დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში. მე მინდა ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, აჭარლებს, ჩვენ ღონისძიებას ვაუქმებთ იმიტომ, რომ უბრალოდ, შეუძლებელია რაიმე სხვაზე ვიფიქროთ გარდა მწუხარებისა ელენს გარდაცვალების გამო და გარდა იმაზე, როგორ დავამარცხოთ სიკვდილი ანასთან ერთად. ჩვენ ვაცნობიერებთ რომ პოლიტიკური  პარტია, პოლიტიკური პროცესი არ არის ჩვენი საკუთრება, ის არის საზოგადოების საკუთრება, მაგრამ მომხდარის გამო ვიღებთ ამგვარ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, კოალიცია “ცვლილებების” წევრი ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა, ანა ქართველიშვილი კი მძიმე მდგომარეობაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები