spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ბოდიშს ვუხდი სომეხ ერს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო

ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, “კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

“ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო.

ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!

გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში!

ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!

აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს – ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!” – წერს ხაზარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები