ბიძინა ივანიშვილს საბანკო ოლიგარქია აქვს შექმნილი. არის ხოლმე კითხვები – 2012 წელსაც ხომ იყო ბანკები – უკაცრავად, მაგრამ ბანკების მოგება მაშინ 134 მილიონი ლარი იყო წლიურად და ახლა არის 3 მილიარდი წლიური მოგება. როცა ბანკები მდიდრდებიან და ადამიანები ღარიბდებიან, ეს არის ძარცვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა ადამიანებს ბანკის ვალები აქვთ და თავიანთი ქონება დალომბარდებული აქვთ, ბიძინა ივანიშვილი ეუბნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.
“ბიძინა ივანიშვილს საბანკო ოლიგარქია აქვს შექმნილი. არის ხოლმე კითხვები – 2012 წელსაც ხომ იყო ბანკები – უკაცრავად, მაგრამ ბანკების მოგება მაშინ 134 მილიონი ლარი იყო წლიურად და ახლა არის 3 მილიარდი წლიური მოგება. როცა ბანკები მდიდრდებიან და ადამიანები ღარიბდებიან, ეს არის ძარცვა.
მილიონ რვაასი ათასამდე ადამიანს აქვს ბანკში ვალი კაბალურ პირობებში. ასეთი რამე არ ხდება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში. ჩვენ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ვამბობთ, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი უნდა განახევრდეს და ამიტომ გვინდა ევროკავშირში. არ უნდა გვძარცვავდეს ორი და სამი ბანკი.
ახლა, რომ საუბრობდა, ყველაფერი კარგად არისო, 400 ათასამდე ადამიანს ქონება აქვს ლომბარდში. ამაზე ივანიშვილი არ საუბრობს, ერთი წინადადებაც კი არ უთქვამს.
სამეგრელოში ჩაბრძანდით და ნახავთ, ათასობით ადამიანს ჭერი არ აქვს, წყალი ჩამოდის, მაგრამ მის პრობლემაზე არავინ არ მუშაობს, არც აინტერესებთ, მაგრამ მობილიზება აქვთ, რომ ხმები როგორმე აიღონ და ამ ადამიანებს ივანიშვილი ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად აქვთ, ცინიზმის მწვერვალია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.