სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს “ახლოდან დააკვირდება”.
“ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მომავალ დღეებში ახლოდან დავაკვირდებით”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.