spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – მოვა 26 ოქტომბერი, თუ გაბედავენ ქართველი ხალხის ნების მოპარვას, აი, რისხვა იქნება მერე

მოვა 26 ოქტომბერი, თუ გაბედავენ ქართველი ხალხის ნების მოპარვას, აი, რისხვა იქნება მერე, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ღალატია, როცა ივანიშვილი საკუთარ ოჯახის წევრებს ევროპული სიკეთეებით აცხოვრებს, საქართველოს მოქალაქეებს კი ეუბნება, რომ ევროპა ცუდია.

“ივანიშვილი, როდესაც გამოვიდა და ადამიანებს, მებრძოლებს, ჯარისკაცებს მოუწოდა ვიღაცებისთვის ბოდიშის მოხდისკენ, მეორე დღეს მისი პრემიერ-მინისტრი, გოშია, გამოვიდა და ომი საკუთარ ქვეყანას დააბრალა, ამის შემდეგ ხომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაგვცინეს და დღეს გამოვიდა კოკოითი და თქვა, რომ თრსუოს ხეობა და გუდაურამდე ჩვენია და უნდა მოგვცესო, აი, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით უფრო მეტი მოიპოვოს.

ღალატია, როცა შენი ოჯახის წევრები ევროპული სიკეთეებით სარგებლობენ, შენ აქ გამოდიხარ და მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ. იცით, კიდევ რა არის ღალატი, როცა ღარიბ ქვეყანაში, შენი მოქალაქეების ჯიბეში ჩაძვრები და იქიდან ფულს ამოიღებ და მერე შენი ოჯახის წევრებს სხვაგან გადააფრენ და ამით ისარგებლებ, აი ესაა, მაგრამ მოვა 26 ოქტომბერი, თუ გაბედავენ ქართველი ხალხის ნების მოპარვას, აი, რისხვა იქნება მერე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები