spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი

თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, „გახარიას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, დღეს საქართველო იქნება უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი.

“ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ პასუხისმგებლობა და სასჯელი, ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ პასუხისმგებლობა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს, თითოეული ამომრჩეველი არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. თქვენ წარმოიდგინეთ 2020 წელს ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, „გახარიას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში დღეს საქართველო იქნება უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა რაც შეეხება ამომრჩევლის დასჯას, ჩვენთვის ეს არ არის ის საკითხი, რაც შეიძლება, განვიხილოთ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლება, რომლებიც წარმოადგენენ გადამწყვეტ დაბრკოლებას დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბების გზაზე და ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. საუბარია რამდენიმე პარტიაზე, საჭიროა შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის გასამართლება. ზოგადად ბოლშევიკებს წარმოშობს ბოლშევიზმი, ფაშისტებს წარმოშობს ფაშიზმი, ნებისმიერი არასწორი მიმდინარეობის მიმდევრებს წარმოშობს შესაბამისი მიმდინარეობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ ამ დანაშაულის წყაროს. დანაშაულის მთავარი წყარო არიან სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში არიან ჯაშუშები და მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები