თბილისში, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა.
Front News-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.