spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ბიძინა ივანიშვილი ეცდება ყველა მეთოდის გამოყენებას, მათ შორის, “კანონიერი ქურდების” ჩარევით, რომ გარდაუვალი მარცხი შეცვალოს

ბიძინა ივანიშვილი ეცდება ყველა მეთოდის გამოყენებას, მათ შორის, “კანონიერი ქურდების” ჩარევით, რომ  გარდაუვალი მარცხი შეცვალოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი მოქალაქე, რომელსაც სურს ევროპული კეთილდღეობა, სახლში არ დარჩება და ამის შედეგად, იმდენად დიდი იქნება სხვაობა ოპოზიციის შედეგსა და სახელისუფლებო შედეგს შორის, რომ ივანიშვილი ვერ შეცვლის გარდაუვალ მოცემულობას.

“ბიძინა ივანიშვილი ეცდება ყველა მეთოდის გამოყენებას, მათ შორის, “კანონიერი ქურდების” ჩარევით, მათ შორის, პირადობების კონფისკაციით თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, რომ ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც მას ელოდება 26 ოქტომბერს შეცვალოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად დიდი იქნება აქტივობა არჩევნების დღეს, არც ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს ევროპული კეთილდღეობა სახლში არ დარჩება და ამის შედეგად, იმდენად დიდი იქნება სხვაობა ოპოზიციის შედეგსა და სახელისუფლებო შედეგს შორის, რომ ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ გარდაუვალ მოცემულობას, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების აუცილებელ ცვლილებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები