spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ათასნაირ სიგიჟეს აკეთებენ, ეს არის პანიკის გამოვლინება

სუსი ბიძინა ივანიშვილმა აქცია ერთ-ერთ პროპაგანდისტულ ტელევიზიად “იმედთან” და POSTV-სთან ერთად, რომელიც არჩევნებამდე დაკავებული იქნება ტყუილების, დეზინფორმაციის პროპაგანდის გავრცელებით, –  ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუსის განცხადება არის პანიკის გამოვლინება.

“ათასნაირ სიგიჟეს აკეთებენ, ეს არის პანიკის გამოვლინება. სუსი კი აღარ არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავს და კორუფციას ებრძვის, ან ტერორისტებზე მუშაობს, რაც რეალურად, მისი მანდატია და კანონით ევალება, არამედ ეს გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პროპაგანდისტულ ტელევიზიად “იმედთან” და POSTV-თან ერთად, სამწუხაროდ, რომელიც არჩევნებამდე დაკავებული იქნება ტყუილების, დეზინფორმაციის პროპაგანდის გავრცელებით და ძალიან ბევრ სერიას შემოგვთავაზებს ეს ახალი ტელევიზია სუსის სახით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები