spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს “ქართულ ოცნებას”

მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს “ქართულ ოცნებას”, იშორებს ივანიშვილს და მივდივართ სწრაფად ევროპისკენ და ევროკავშირისკენ. დიახ, ჩვენ გვაქვს მართლაც რეფერენდუმი, თუ რა გზას აირჩევს საქართველო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნისთვის განვითარების მოტანა შეუძლია.

“მთელ საქართველოში დავდივართ და სრული კონსენსუსია, რომ საქართველო იშორებს “ქართულ ოცნებას”, იშორებს  ივანიშვილს და მივდივართ სწრაფად ევროპისკენ და ევროკავშირისკენ. დიახ, ჩვენ გვაქვს მართლაც რეფერენდუმი, თუ რა გზას აირჩევს საქართველო – კეთილდღეობა ევროპაში, თუ იზოლაციაში სიღატაკეს, რომელიც მოაქვს “ოცნებას”. ჩვენ  მოგვაქვს ევროკავშირი, კეთილდღეობა, განვითარება, წინსვლა, 14 მილიარდი, პენსიების ზრდა, ჩვენ მოგვაქვს სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარებული სოფელი, სოფლის განსაკუთრებული მხარდაჭერა.  ჩვენ მოგვაქვს ახალგაზრდებისთვის სრულიად ახალი პროგრამები, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და აქ მოახდინონ თავიანთი თავების რეალიზება. ჩვენ მოგვაქვს დემოგრაფიული გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომ მეტი ბავშვი იბადებოდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ მოგვაქვს დემოკრატია, ევროპა, განვითარება, ამიტომ, უნდა გავიმარჯვოთ თქვენთან ერთად ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები