spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – იცოდეთ, მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე

იცოდეთ, მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია, ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ – ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე – ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს “ლეიბორისტული პარტიის” პრობლემა.

იცოდეთ, მე პოლიტიკაში კიდევ მინიმუმ, მეოთხედი საუკუნე ვაპირებ ყოფნას და მწარედ მოგთხოვთ პასუხს ამ ვერაგობაზე. რაც მთავარია ხალხი გაგცემთ პასუხს თქვენც და რუს ოლიგარქსაც ოცდაექვსში”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები