spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – მოვუწოდებთ, აუცილებლად გამოცხადდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის სიტყვებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის სიტყვებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება, შესაძლებელია, შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება, იმიტომ რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განცხადება, შესაძლებელია, შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. ეს არ არის კერძო შენობა, არც ერთი ადამიანის კუთვნილება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. როგორც პრეზიდენტმა, ასევე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფო მოსამსახურემ თუ საჯარო მოხელემ, უნდა გამოიყენოს შესაბამისი დანიშნულებით და არა საარჩევნო მიზნებისთვის. განმარტებების გასაკეთებლად მოწვეული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გამოცხადდა და რა თქმა უნდა, ეს ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანამშრომლოდ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაში 26 ოქტომბერს გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს არჩევნების მიმდინარეობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები