spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის  სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

„შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ხონის მერიას და საკრებულოს მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის.  ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხონში ლაშა ქარდავამ.

შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები