დათო კოდუა ვიცე-გუბერნატორი იყო და მისი ვიცე-გუბერნატორობის დროს მეტსახელი ზუგდიდში ჰქონდა “შავი სალაროს ხელმძღვანელი” იმიტომ, რომ ჩართული იყო კონტრაბანდაში. დაცინვაა იმის თქმა, რომ კორუფცია დაამარცხა ამ ხელისუფლებამ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მთლიან სამეგრელოში აგებს არჩევნებს.
“გუშინწინ ჩაატარეს თათბირი “ქართული ოცნების” ოფისში და თვითონ ერთმანეთში აღიარებდნენ იმას, რომ ზუგდიდში და მთლიანად სამეგრელოში არჩევნები აქვთ წაგებული, რომ არ შველით არაფერი და ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, არის პირადობების ჩამორთმევა, მაგრამ ესეც წარმოუდგენელია. რამდენი პირადობის მოწმობა უნდა ამოიღონ?!
რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, დაცინვაა, განსაკუთრებით, ზუგდიდისა და სამეგრელოში რომ თქვა – კორუფცია და ნეპოტიზმი ამ ხელისუფლების პირობებში დამარცხებულიაო. მე მაგალითები შემიძლია, გითხრათ – დელეგატი, ვინც აქ ჰყავთ – დათო კოდუა, ვიცე-გუბერნატორი იყო და მისი ვიცე-გუბერნატორობის დროს დათო კოდუას მეტსახელი ზუგდიდში ჰქონდა “შავი სალაროს ხელმძღვანელი” იმიტომ, რომ ჩართული”, – განაცხადა ანა წითლიძემ.